
======================================================================
LibreOffice 25.2 წამიკითხე
======================================================================


ბოლო განახლებებისთვის ამ "წამიკითხე" ფაილისთვის, იხილეთ https://git.libreoffice.org/core/tree/master/README.md

ეს ფაილი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას LibreOffice პროგრამის შესახებ. გირჩევთ, დაყენების დაწყებამდე ეს ინფორმაცია გულდასმით წაიკითხოთ.

LibreOffice-ის საზოგადოება პასუხისმგებელია ამ პროდუქტი განვითარებისთვის და გიწვევთ იფიქროთ, შემოგვიერთდეთ, როგორც ამ საზოგადოების წევრი. თუ ახალი მომხმარებელი ბრძანდებით, შეგიძლიათ, LibreOffice-ის ვებგვერდს ეწვიოთ, სადაც LibreOffice პროექტის შესახებ ბევრ ინფორმაციას მიიღებთ და გაიგებთ საზოგადოებების შესახებ, რომელიც მის გარშემო არსებობს. გადადით ვებგვერდზე https://www.libreoffice.org.

LibreOffice მართლა უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის?
----------------------------------------------------------------------

LibreOffice უფასოა ყველასთვის. შეგიძლიათ, აიღოთ LibreOffice-ის ეს ასლი და დააყენოთ იმდენ კომპიუტერზე, რამდენზეც გნებავთ და გამოიყენოთ ის სასურველი დანიშნულებით (კომერციული, სამთავრობო, საჯარო ადმინისტრაციის და სასწავლო დანიშნულებით). მეტი დეტალებისთვის იხილეთ ლიცენზიის ტექსტი, რომელსაც LibreOffice-ის დასაყენებელი პაკეტი შეიცავს.

რატომაა LibreOffice უფასო ნებისმიერი მომხმარებლისთვის?
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ის ეს ასლი შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ, რადგან ინდივიდუალური მოხალისეებმა და კორპორატიულმა სპონსორებმა შექმნეს, ააწყვეს, დატესტეს, თარგმნეს, დაადოკუმენტეს, უწევენ მხარდაჭერას, ახორციელებენ მარკეტინგს და გვეხმარებიან LibreOffice-სგან შევქმნათ ის, რაც ის დღეს წარმოადგენს - დედამიწაზე საუკეთესო ღია კოდის მქონე საოფისე პაკეტს სახლისა და სამსახურისთვის.

თუ თქვენ პატივს ცემთ მათ ძალისხმევას და გნებავთ დარწმუნდეთ, რომ LibreOffice მომავალშიც უფასო იქნება, იფიქრეთ, შესწიროთ პროექტს. დეტალებისთვის იხილეთ https://www.documentfoundation.org/contribution. მცირედი შეწირულობის თავი ყველას აქვს.

----------------------------------------------------------------------
შენიშვნები დაყენების შესახებ
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ს სრული ფუნქციონალისთვის Java Runtime Enviroment (JRE) სჭირდება. JRE LibreOffice-ის ნაწილი არაა და ცალკე უნდა დააყენოთ.

სისტემური მოთხოვნები
----------------------------------------------------------------------

როგორც წესი, რეკომენდებულია, LibreOffice დააყენოთ მეთოდებით, რომელიც თქვენს Linux-ის დისტრიბუტივს მოჰყვება (მაგ Ubuntu Software Center, თუ Ubuntu Linux-ს იყენებთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ეს უმარტივესი გზაა დააყენოთ პროგრამა ისე, რომ ის ოპტიმალურად იყო ინტეგრირებული თქვენს სისტემაში. მართლაც, LibreOffice, შეიძლება, უკვე დაყენებულიც კია თქვენს Linux-თან ერთად.

ეს "მარტოხელა" LibreOffice-ის დაყენების პროგრამა განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მინიატურები, აქვთ სპეციალური მოთხოვნები და იშვიათი შემთხვევები.

* Linux-ის ბირთვის ვერსია 3.10 ან მეტი;
* glibc2 ვერსია 2.17 ან მეტი;
* FreeType ვერსია 2.8.0 ან მეტი;
* GTK ვერსია 3.20 ან მეტი;
* Gnome 3.18 ან უფრო მაღალი, at-spi2 1.32 პაკეტით (საჭიროა დამხმარე ტექნოლოგიების [AT] ხელსაწყოების მხარდაჭერისთვის), ან სხვა თავსებადი GUI (როგორიცაა KDE, სხვათა შორის).

Linux-ის დისტრიბუციების ფართო არჩევანია და შეიძლება იყოს სხვადასხვა დაყენების ვარიანტები (KDE vs Gnome და ა.შ.) ხელმისაწვდომი Linux-ის იმავე გამყიდველისგან. ზოგიერთი დისტრიბუცია იგზავნება LibreOffice-ის საკუთარი „მშობლიური“ ვერსიით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფუნქციები LibreOffice-ის საზოგადოების მიერ მოწოდებული ვერსიისგან. ხშირ შემთხვევაში, შეგიძლიათ დააყენოთ საზოგადოების მიერ მიწოდებული LibreOffice მშობლიურ ვერსიასთან ერთად. თუმცა, შეგიძლიათ ამჯობინოთ წაშალოთ „მშობლიური“ ვერსია ამ საზოგადოების მიერ მოწოდებული ვერსიის დაყენებამდე. დეტალებისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, გთხოვთ, მიმართოთ მომხმარებლის დახმარების რესურსებს, რომლებიც მოწოდებულია თქვენი კონკრეტული Linux გამყიდველის მიერ.

რეკომენდებული საუკეთესო პრაქტიკაა, დაამარქაფოთ სისტემა და მონაცემები, სანამ წაშლით ან დააყენებთ პროგრამას.

დარწმუნდით, რომ სისტემის დროებით საქაღალდეში საკმარისი ადგილია და დარწმუნდით, რომ გაქვთ მასში წაკითხვის, ჩაწერის და გაშვების წვდომები. დახურეთ ყველა სხვა პროგრამა, სანამ დაყენების პროცესს დაიწყებთ.

LibreOffice-ის დაყენება Debian/Ubuntu-ზე დაფუძნებულ სისტემებზე
----------------------------------------------------------------------

ინსტრუქციებისთვის, როგორ დააყენოთ ენის პაკეტი (მას შემდეგ, რაც LibreOffice-ის ინგლისურ ვერსიას დააყენებთ), წაიკითხეთ განყოფილება ქვემოთ, სახელად 'ენის პაკეტის დაყენება'.

როცა გაშლით გადმოწერილ არქივს, დაინახავთ, რომ მისი შემცველობა ქვესაქაღალდეში გაიშალა. გახსენით ფაილების მმართველი ფანჯარა და გადადით საქაღალდეში, რომელიც "LibreOffice_"-ით იწყება და ვერსიის სახელით და პლატფორმის ინფორმაციით მთავრდება.

ეს საქაღალდე შეიცავს ქვესაქაღალდეს სახელად "DEBS". შეცვალეთ საქაღალდე "DEBS" საქაღალდეზე.

მარჯვენა წკაპი საქაღალდის შიგნით და აირჩიეთ "ტერმინალში გახსნა". გაიხსნება ტერმინალის ფანჯარა. ტერმინალის ბრძანების სტრიქონიდან შეიყვანეთ შემდეგი ბრძანება (გთხოვთ თქვენი root პაროლის შეყვანას, სანამ ბრძანება გაეშვება):

შემდეგი პროგრამები დააყენებს LibreOffice-ს და სამუშაო მაგიდასთან ინტეგრაციის პაკეტებს (შეიძლება, უბრალოდ დააკოპირეთ და ჩასვით ისინი ტერმინალის ეკრანზე, მათი ხელით აკრეფის მაგიერ):

sudo dpkg -i *.deb

დაყენების პროცესი ახლა დასრულებულია და თქვენი სამუშაო მაგიდის აპლიკაციების/ოფისის მენიუში LibreOffice-ის ყველა პროდუქტის ხატულას უნდა ხედავდეთ.

LibreOffice-ის დაყენება Fedora-ზე, OpenSUSE-ზე, Mandriva-ზე და სხვა Linux სისტემებზე, რომლებიც RPM პაკეტებს იყენებენ
----------------------------------------------------------------------

ინსტრუქციებისთვის, როგორ დააყენოთ ენის პაკეტი (მას შემდეგ, რაც LibreOffice-ის ინგლისურ ვერსიას დააყენებთ), წაიკითხეთ განყოფილება ქვემოთ, სახელად 'ენის პაკეტის დაყენება'.

როცა გაშლით გადმოწერილ არქივს, დაინახავთ, რომ მისი შემცველობა ქვესაქაღალდეში გაიშალა. გახსენით ფაილების მმართველი ფანჯარა და გადადით საქაღალდეში, რომელიც "LibreOffice_"-ით იწყება და ვერსიის სახელით და პლატფორმის ინფორმაციით მთავრდება.

ეს საქაღალდე შეიცავს ქვესაქაღალდეს სახელად "RPMS". გადადით საქაღალდეში "RPMS".

მარჯვენა წკაპი საქაღალდის შიგნით და აირჩიეთ "ტერმინალში გახსნა". გაიხსნება ტერმინალის ფანჯარა. ტერმინალის ბრძანების სტრიქონიდან შეიყვანეთ შემდეგი ბრძანება (გთხოვთ თქვენი root პაროლის შეყვანას, სანამ ბრძანება გაეშვება):

Fedora-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის: sudo dnf install *.rpm

Mandriva-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის: sudo urpmi *.rpm

სხვა PPM-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის (openSUSE და ა.შ.): rpm -Uvh *.rpm

დაყენების პროცესი ახლა დასრულებულია და თქვენი სამუშაო მაგიდის აპლიკაციების/ოფისის მენიუში LibreOffice-ის ყველა პროდუქტის ხატულას უნდა ხედავდეთ.

ალტერნატიულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრიპტი "install", რომელიც მდებარეობს ამ არქივის ზედა დონის საქაღალდეში, რათა დაყენება მომხმარებლის სახელით მოხდეს. სკრიპტი დააყენებს LibreOffice-ს, რათა ჰქონდეს საკუთარი პროფილი ამ დაყენებისთვის, გამოყოფილი თქვენი ჩვეულებრივი LibreOffice პროფილისგან. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ დააყენებს სისტემის ინტეგრაციის ნაწილებს, როგორიცაა სამუშაო მაგიდის მენიუს ელემენტები და სამუშაო მაგიდის MIME ტიპის რეგისტრაცია.

შენიშვნები Linux-ის დისტრიბივების სამუშაო მაგიდებში ინტეგრაციისთვის, რომლებსაც ზემოთ დაყენების ინსტრუქციები არ მოიცავს
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ის დაყენება სისტემებზე, რომლებსაც ზემოთ ინსტრუქციები არ მოიცავს, საკმაოდ ადვილი უნდა იყოს. ძირითადი პრობლემები, რომლებსაც შეიძლება შეეჩეხოთ, სამუშაო მაგიდებთან ინტეგრაციაა.

საქაღალდე RPMS (ან, შესაბამისად, DEBS) ასევე შეიცავს პაკეტს სახელით libreoffice25.2-freedesktop-menus-25.2.0.1-1.noarch.rpm (ან libreoffice25.2-debian-menus_25.2.0.1-1_all.deb, შესაბამისად, ან რამე მსგავსი). ეს პაკეტია ყველა Linux-ის დისტრიბუტივისთვის, რომელსაც Freedesktop.org-ის სპეციფიკაციების/რეკომენდაციების მხარდაჭერა გააჩნია (https://en.wikipedia.org/wiki/Freedesktop.org) და განკუთვნილია დასაყენებლად სხვა Linux-ის დისტრიბუტივებისთვის, რომლებსაც ნახსენები ისტრუქციების მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

ენის პაკეტის დაყენება
----------------------------------------------------------------------

გადმოწერეთ ენის პაკეტი სასურველი ენისთვის და პლატფორმისთვის. ისინი იმავე ადგილასაა ხელმისაწვდომი, საიდანაც მთავარი არქივი. Nautilus ფაილების მმართველით გაშალეთ გადმოწერილი არქივი სადმე საქაღალდეში (მაგ: სამუშაო მაგიდაზე). დარწმუნდით, რომ გამორთეთ ყველა LibreOffice-ის აპლიკაცია. (სწრაფი გამშვების ჩათვლით, თუ ის გაშვებულია).

შეცვალეთ სამუშაო საქაღალდე საქაღალდეზე, რომელშიც გადმოწერილი ენის პაკეტი გაშალეთ.

ახლა გადადით საქაღალდეში, რომელიც არქივის გაშლის პროცესში შეიქმნა. მაგალითად, ფრანგული ენის პაკეტი 32-ბიტიანი Debian/Ubuntu (ან მათზე დაფუძნებული სხვა) სისტემებისთვის. იქ არის საქაღალდე LibreOffice_, პლუს ვერსიის ინფორმაცია, პლუს Linux_x86_langpack-deb_fr.

ახლა გადადით საქაღალდეზე, რომელიც დასაყენებელ პაკეტებს შეიცავს. Debian/Ubuntu სისტემებზე საქაღალდეს DEBS ჰქვია, Fedora, openSUSE და Mandriva სისტემებზე კი RPMS.

ფაილების მმართველიდან Nautilus, მარჯვენა წკაპი საქაღალდეზე და აირჩიეთ ბრძანება "ტერმინალში გახსნა". ტერმინალის ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, გაუშვით ბრძანებები, რომელიც ენის პაკეტს დააყენებს (შეიძლება, თქვენი root მომხმარებლის პაროლი გკითხოთ):

Debian/Ubuntu-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის: sudo dpkg -i *.deb

Fedora-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის: su -c 'dnf install *.rpm'

Mandriva-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის: sudo urpmi *.rpm

სხვა RPM-ზე დაფუძნებული სისტემებისთვის (openSUSE და სხვ.): rpm -Uvh *.rpm

ახლა გაუშვით LibreOffice-ის ერთ-ერთი აპლიკაცია - Writer, მაგალითად. გადადით ხელსაწყოების მენიუში და აირჩიეთ მორგება. მორგების დიალოგურ ფანჯარაში დააწკაპუნეთ "ენები და ლოკალები" და შემდეგ "ზოგადი". ჩამოსაშლელი სია "მომხმარებლის ინტერფეისი" და აირჩიეთ ენა, რომელიც ახლახან დააყენეთ. თუ გსურთ, იგივე გააკეთეთ „ლოკალური პარამეტრი“, „ნაგულისხმევი ვალუტა“ და „დოკუმენტების ნაგულისხმევი ენები“.

ამ პარამეტრების გასწორების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე 'დიახ'. დიალოგი დაიხურება და დაინახავთ საინფორმაციო შეტყობინებას, რომელიც გეტყვით, რომ ცვლილებები, მხოლოდ, მაშინ შევა ძალაში, როცა LibreOffice-ს გამორთავთ და თავიდან ჩართავთ (დაიმახსოვრეთ, რომ ეს სწრაფი გაშვების პროგრამასაც ეხება).

როცა LibreOffice-ს თავიდან გაუშვებთ, ის თქვენი არჩეული ენით გაეშვება.

----------------------------------------------------------------------
პრობლემები პროგრამის გაშვებისას
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ის გაშვებასთან დაკავშირებული სირთულეები (მაგ. აპლიკაციების დაკიდება) და ეკრანის ეკრანის პრობლემები ხშირად გამოწვეულია გრაფიკული ბარათის დრაივერის მიერ. თუ ეს პრობლემები წარმოიქმნება, გთხოვთ, განაახლოთ თქვენი გრაფიკული ბარათის დრაივერი ან სცადოთ თქვენი ოპერაციული სისტემით მიწოდებული გრაფიკული დრაივერის გამოყენება.

----------------------------------------------------------------------
მალსახმობი ღილაკები
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ში შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მალსახმობების ღილაკები (ღილაკების კომბინაციები), რომლებიც არ გამოიყენება ოპერაციული სისტემის მიერ. თუ LibreOffice-ში ღილაკების კომბინაცია არ მუშაობს ისე, როგორც ეს აღწერილია LibreOffice დახმარებაში, შეამოწმეთ, არის თუ არა ეს მალსახმობი უკვე გამოყენებული ოპერაციული სისტემის მიერ. ასეთი კონფლიქტების გამოსასწორებლად, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ოპერაციული სისტემის მიერ მინიჭებული ღილაკები. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თითქმის ნებისმიერი ღილაკების მინიჭება LibreOffice-ში. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ LibreOffice დახმარება ან თქვენი ოპერაციული სისტემის დახმარების დოკუმენტაცია.

----------------------------------------------------------------------
ფაილების დაბლოკვა
----------------------------------------------------------------------

ფაილის ჩაკეტვა ნაგულისხმევად ჩართულია LibreOffice-ში. ქსელში, რომელიც იყენებს ქსელის ფაილური სისტემის პროტოკოლს (NFS), ჩაკეტვის დემონი NFS კლიენტებისთვის უნდა იყოს აქტიური. ფაილის ჩაკეტვის გამოსართავად, შეცვალეთ soffice სკრიპტი და შეცვალეთ ხაზი „export SAL_ENABLE_FILE_LOCKING“ „# export SAL_ENABLE_FILE_LOCKING“-ზე. თუ თქვენ გამორთავთ ფაილის ჩაკეტვას, დოკუმენტის ჩაწერის წვდომა არ შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლისთვის, რომელიც პირველად ხსნის დოკუმენტს.

----------------------------------------------------------------------
გრაფიკის წარმადობა
----------------------------------------------------------------------

ნაგულისხმევად, LibreOffice- ურჩევნია, გრაფიკა კარგად გამოიყურებოდეს, თუნდაც ის ოდნავ ნელი იყოს. თუ თქვენი გრაფიკა ნელია, სცადეთ, გამორთოთ 'ხელსაწყოები - მორგება - LibreOffice - ხედი - მოგლუვების გამოყენება'.

----------------------------------------------------------------------
მნიშვნელოვანი წვდომადობის შენიშვნები
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ში არსებული წვდომადობის ფუნქციების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://www.libreoffice.org/accessibility/

----------------------------------------------------------------------
მომხმარებლის მხარდაჭერა
----------------------------------------------------------------------

მთავარი მხარდაჭერის გვერდი სხვადასხვა შესაძლებლობას გთავაზობთ LibreOffice-თან დასახმარებლად. თქვენს კითხვას, შეიძლეაბა, პასუხი უკვე გასცეს. შეამოწმეთ ფორუმი მისამართზე https://ask.libreoffice.org/ ან მოძებნეთ 'users@libreoffice.org' დაგზავნის სიის სარქივებში მისამართზე https://www.libreoffice.org/lists/users/. ან გამოაგზავნეთ თქევენი კითხვები ელფოსტაზე users@libreoffice.org. თუ გნებავთ, გამოიწეროთ ეს სია (რომ პასუხები ელფოსტაზე მიიღოთ), გააგზავნეთ ცარიელი ელფოსტა მისამართზე: users+subscribe@libreoffice.org.

ასევე შეამოწმეთ ხ.დ.კ.-ის სექცია LibreOffice-ის ვებგვერდზე.

----------------------------------------------------------------------
პრობლემებისა & შენიშვნების ანგარიში
----------------------------------------------------------------------

შეცდომების მოხსენების, თვალთვალის და გადაჭრის ჩვენი სისტემა ამჟამად არის Bugzilla, რომელიც განთავსებულია მისამართზე https://bugs.documentfoundation.org/. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მომხმარებელს, იგრძნონ უფლება და მისასალმებელია შეატყობინოს შეცდომები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას თქვენს კონკრეტულ პლატფორმაზე. შეცდომების ენერგიული მოხსენება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მომხმარებელთა საზოგადოებას შეუძლია LibreOffice-ის მიმდინარე განვითარებასა და გაუმჯობესებაში შეიტანოს.

----------------------------------------------------------------------
გაწევრება
----------------------------------------------------------------------

LibreOffice-ის საზოგადოება ძალიან დიდ დახმარებას მიიღებს თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ამ მნიშვნელოვანი ღია კოდის პროექტის განვითარებაში.

როგორც მომხმარებელი, თქვენ უკვე ხართ პაკეტის განვითარების პროცესის ღირებული ნაწილი და გვინდა გირჩიოთ, კიდევ უფრო იაქტიუროთ, რათა იყოთ გრძელვადიანი მოხალისე საზოგადოებაში. გთხოვთ, შეუერთდეთ და გადახედოთ მოხალისეობის გვერდს LibreOffice-ის ვებსაიტზე.

როგორ დავიწყო
----------------------------------------------------------------------

მოხალისეობისთვის საუკეთესო გზაა გამოიწეროთ ერთი ან მეტი დაგზავნის სია, ცოტა ხნით იმალოთ და თანდათან გამოიყენოთ ფოსტის არქივები, რათა გაეცნოთ ბევრ თემას, რომელიც დაფარული იყო მას შემდეგ, რაც LibreOffice საწყისი კოდი გამოვიდა 2000 წლის ოქტომბერში. როცა კომფორტულად გრძნობთ თავს, ყველაფერი, რაც თქვენ უნდა აკეთოთ არის ელფოსტაზე პასუხი. თუ იცნობთ ღია კოდის პროექტებს, შეამოწმეთ ჩვენი სამუშაოების სია და ნახეთ, არის თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც გსურთ, LibreOffice ვებსაიტზე.

გამოწერა
----------------------------------------------------------------------

აქ რამდენიმე დაგზავნის სიაა, რომელიც შეგიძლიათ, გამოიწეროთ: https://www.libreoffice.org/get-help/mailing-lists/

* სიახლეები: announce@documentfoundation.org *რეკომენდებულია ყველა მომხმარებლისთვის* (იშვიათი მიმოწერა)
* მთავარი მომხმარებლების სია: users@global.libreoffice.org *ადვილი გზა, კამათმა ჩაგითრიოთ* (ხშირი დაგზავნა)
* მარკეტინგის პროექტი: marketing@global.libreoffice.org *არ შეიცავს პროგრამირებას* (მძიმდება)
* ზოგადი პროგრამისტების დაგზავნა: libreoffice@lists.freedesktop.org (ხშირი დაგზავნა)

ერთ ან მეტ პროექტში ჩართვა
----------------------------------------------------------------------

თქვენ შეგიძლიათ გაუწიოთ მნიშვნელოვანი დახმარება ამ ღია კოდის პროექტს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გაქვთ შეზღუდული გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა თუ კოდირებაში. დიახ თქვენ!

იმედია, ისიამოვნებთ ახალი LibreOffice 25.2 და შემოგვიერთდებით ინტერნეტში.

LibreOffice-ის საზოგადოება

----------------------------------------------------------------------
გამოყენებული / შეცვლილი კოდი
----------------------------------------------------------------------

ზოგიერთი ნაწილის საავტორო უფლებები 1998, 1999, ჯეიმს კლარკი. ზოგიერთი ნაწილის საავტორო უფლებები 1996, 1998, Netscape Communications Corporation.